"ჯადოსნური წრე" - შეხვედრები ფსიქოთერაპიასა და ქოუჩინგში Banner

"ჯადოსნური წრე" - შეხვედრები ფსიქოთერაპიასა და ქოუჩინგში

Saturday, April 01, 2023

11:00 AM - 04:00 PM

Assaia Event Hall

2158 Bath Avenue, Brooklyn, NY, USA

ლალი ბადრიძე:

პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი.

მარიკა ხალიანი:

Coaching UP University-Georgia -დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი,ბიზნესის მფლობელი, PCC ქოუჩი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ფსიქოკონსულტანტი.

ჯერ კიდევ გჯერა, რომ სასწაული მოხდება და შენი ცხოვრება თავისთავად გაუმჯობესდება? რომ გაქვს „ასეთი ბედი, იღბალი“? "ყველა ასე ცხოვრობს"? იჭერ თუ არა საკუთარ თავს იმის ფიქრში, რომ ყველა დღე ერთმანეთს გავს? რომ სისტემატურად გადადიხარ „სირთულის“ კატეგორიაში?

ხშირად ვერ გრძნობ თავს მხიარულად და ბედნიერად?

დაიღალეთ დაღლილობით, ყოველდღიური ცხოვრებით, ნეგატივით და მარადიული სირთულეებით? სევდა გეძალება?

"გსურთ მიიღოთ ის, რაც არასდროს გქონიათ? - მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა, გააკეთეთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ! ისწავლეთ, როგორ გახდეთ წარმატებული! ", როგორ შექმნათ თქვენი ცხოვრების სასურველი სცენარი. დაისახეთ თქვენთვის სასურველი მიზანი და მიაღწიეთ წარმატებას თქვენთვის სასურველ სფეროში.

გინდა გაიგოთ ბევრი ახალი რამ საკუთარი თავის შესახებ, ის თუ რამდენი რამ შეგძლებით და არ იცოდით. ამას შეძლებთ, თუ დროს გამონახავთ საკუთარ თავში სამოგზაუროდ. ყოველ აღმოჩენას პირველი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. გთავაზობთ მეგზურობის გაწევას ამ საინტერესო მოგზაურობაში, რომელიც ახალ ჰორიზონტს გაგიხსნით და ცხოვრებას ახალი კუთხით დაგანახებთ.

ეს იქნება საკუთარი თავის შესწავლის, შეყვარებისა და მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა.მუშაობის პროცესში თქვენ შეძლებთ იმ წინააღმდეგობრივი ფაქტორების დამუშავებას, რომლებიც ხელს გიშლით წინსვლაში, იმ ბლოკების მოხსნას, რომლებიც არ გაძლევენ მოქმედების საშუალებას. შეძლებთ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების ახალი ისტორიის შექმნა.

დარეგისტრირდი, აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები და იცხოვრე შენთვის სასურველი ცხოვრებით.

დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ:

სტრესიდან ბედნიერებამდე (3სთ): 25 მარტი. 10.00 სთ. ან 26 მარტი 13.00სთ.

ხშირად სტერსულ სიტუაციაში ვიმყოფებით და იმდენად მივეჩვიეთ მას, რომ ზოგჯერ ვეღარც ვამჩნევთ მის ზემოქმედებას, ამას კი ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ამიტომ სტრესის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და მასთან გამკლავების გზების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანსაღი ცხოვრებისათვის.

თუ შენი სამუშაო გარემო ან ურთიერთობები სტრესულია; არ გაქვს დრო პირადი ცხოვრებისა და დასვენებისათის; გიწევს ჩაკეტილ სივრცეში დიდი ხნით ყოფნა; გაღლვებს მოულოდნელი ცვლილებები; გაქვს პრობლემები, ვალები; არაკეთილსასურველი ცვლილებების შიში პირად ცხოვრებასა და სამსახურში; თუ სურვილი გაქვს რომ, შეგეძლოს სტრესის მართვა, გქონდეს რთულ სიტუაციებში ადეკვატური რეაგირების უნარი,შეამცირო სტრესის დონე და იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით; ან უბრალოდ გსურს მეტი იცოდე სტრსსა და მასთან გამკლავების გზებზე,შეა მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

ტრენინგის მიზნები:

სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებისა და თვითდახმარების ინდივიდუალური პრაქტიკის შემუშავება;

იმ მეთოდებისა და ხერხების გაცნობა, რომლებიც დაგეხმარებათ დავუბრუნდეთ ბუნებრივ სიმშვიდესა და პოზიტიურ განწყობას, შინაგან კომფორტსა და სტაბილურობას.

ტრენინგის პროგრამა:

სტრესის რაობა და სახეები;

პრაქტიკული ფსიქოთერაპიული სავარჯიშოები;

თვითდახმარების ინსტრუმენტები, რესურსების აღდგენა;

ფიზიკური და გონებრივი სტრესის მოხსნის გზების შემუშავება;

სტრესული სიტუაციის დროს საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი;

სტრესული სიტუაციის დროს სწრაფად დამშვიდების ტექნიკა;

ბედნიერების საიდუმლო.(ბედნიერება არჩევანია)

ბედნიერების საიდუმლო მარტივია: იმისათვის, რომ მიიღოთ რაიმე გარედან, ჯერ საკუთარ თავში უნდა შექმნათ იგი!

სამყაროს იმ კანონზომიერებების გაცნობა,რომლებიც დაგეხმარებათ ბედნიერების მოპოვებასა და თქვენი სურვილების ასრულებაში.

ცხოვრებაში საოცარი ცვლილებების დასაწყისი;

თქვენი პირველი ნაბიჯი ბედნიერებისაკენ;

პროგრამაში გამოყენებულია მეცნიერული კვლევის შედეგად დადასტურებული ფაქტები.


მიზნის მიღწევის ხელოვნება (3სთ): 25 მარტი 13.00 სთ. ან 26 მარტი 10.00სთ

რატომ გჭირდება მიზნები?

მიზნების გარეშე ცხოვრება ჰგავს ქაოსს, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. მიზნები გვეხმარება გავერკვეთ ჩვენს სურვილებში, ემოციებსა და გეგმებში, მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გვინდა ცხოვრებაში. ეს კი ჩვენს ცხოვრებას ავსებს არა მხოლოდ შემთხვევითი, არამედ ჩვენთვის მართლაც ღირებული მოვლენებით.

მიზნისკენ მიმავალი გზა არის მოძრაობა A წერტილიდან B წერტილამდე. თუ მარშრუტი სწორად არის დალაგებული, ჩვენ გადავლახავთ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს, შევამცირებთ შფოთვას და ვიპოვით თავდაჯერებულობას. როდესაც მივაღწევთ B წერტილს, გვექნება ენერგია და ახალი მარშრუტების დასახვის სურვილიცა და შესაძლებლობაც. ეს იქნება ძალიან საინტერესო მოგზაურობა.

მასტერკლასზე თქვენ ისწავლით მიზნის სწორად დასახვის ხელოვნებას,შექმნით თქვენი მიზნების რუკას, იმუშავებთ იმ მთავარ მიზანზე, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა.

30 მარტი 19.00 სთ თავისუფალი შეხვედრა. I ნაწილი - მონაწილეთა კითხვებს უპასუხებენ ლალი ბადრიძე და მარიკა ხალიანი.

II ნაწილი - ახლი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა( როგორ გავხდე ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი)

შემდეგი შეხვედრების თემები განისაზღვრება მონაწილეთა სურვილების გათვალისწინებით 1 და 2 აპრილი; 7 და 8 აპრილი; 9 აპრილი-ფერადი ნეთვორქინგი

წარმატების ალგორითმი (3სთ):

რა არის წარმატება? – მდგომარეობა, როცა ადამიანი ხედავს, რომ ცხოვრება სასურველი სცენარის მიხედვით ვითარდება და ეს შესაძლებელია.

თითოეულ ჩვენგანს, შეუძლია უფრო წარმატებული იყოს თუ გააცნობიერებს მოლოდინებს ცხოვრების მიმართ,საკუთარი ძლიერ და სუსტი მხარეებს, გადახედავს ცხოვრებისეული ღირებულებებს,გათავისუფლდება შიშისა და დაძაბულობისგან, სამყაროს ახლებურად ახლებური აღქვამს,მოსგვარებს კონფლიქტებს, გაიგებს თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების პრინციპს და მზად არის წარმატებისთვის.

მასტერკლასზე მოხდება წარმატების მიღწევის ძირითადი სტრატეგიების განხილვა და პერსონალური გეგმის შედგენა.

ნეგატივის ზიანი და სარგებელი ჩვენს ცხოვრებაში ( გაცნობიერება და შეცვლა) (3სთ)

გააცნობიერებთ, რა რეალობაში ცხოვრობთ, რა ხდება ამ ეტაპზე, რომელ სფეროში ვერ იღებთ სასურველ შედეგს და რა სარგებელი მოაქვს ნეგატიურ მოვლენებს .

ნეგატიური ემოციები ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დადებითი. მათი მთავარი სარგებელი არის ინფორმაციულობა.

მათი წყალობით ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ და დროულად ვუპასუხოთ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ უარყოფით ფაქტებს .

მოვლენებზე მომავლში ფიქრის უნარის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავინახოთ დაბრკოლებები ან პრობლემები და შევძლოთ მათი მოგვარება.

რანაირად შეიძლება ეს გავაკეთოთ და როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ცხოვრებაში? სწორედ ამ საკითხზე ვიმუშავებთ, თქვენ გაიაზრებთ და შეცვლით იმ მიზეზებს, რომლებიც უსიამოვნებებს იზიდავენ თქვენს ცხოვრებაში.

ისწავლით ნეგატიურ დამოკიდებულებებთან მუშაობას და გააძლიერებთ ნეგატიური შაბლონების დაძლევის უნარს ფუნდამენტურად ახალი მოქმედებების საშუალებით. ჩვეული, სტანდარტული სურათის მიღმა მოახერხებთ დიდი სურათის დანახვას.

ადამიანისთვის, რომელიც მზად არის,რომ საკუთარ თავზე იმუშაოს ყველაფერი შესაძლებელია

რწმენა-წარმოდგენების ცვლილება (როგორ ვცვლით ცხოვრების წესს) (3 სთ):

ის, რისკენაც ვისწრაფვით, რასაც ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, განისაზღვრება ღირებულებებით, კრიტერიუმებითა და რწმენა-წარმოდგენებით.

როგორ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას და როგორ შეგვიძლია ის გავხადოთ ისეთი, როგორც ჩვენ გვინდა. ამაში დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია იმის გაგებას,თუ რას წარმოადგენს რწმენა- წარმოდგენები,რომელია მავნე და სასრგებლო.

როგორ დავიტოვოთ სასრგებლო და შევცვალოთ ის მავნე წარმოდგენები, რომლებიც აუარესებენ ჩვენი ცხოვრების ხარისხს. საიდან ჩნდებიან, საიდან მოდიან და რაუყრის საფუძველს იმ წესებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მუშაობის შედეგად თქვენ შეძლებთ გააცნობიეროთ და შეცვალოთ შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენები.

პროგრამაში არის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიული სავარჯიშოების ნაწილი.


ურთიერთობების მართვა (3სთ):

პირადი თუ პროფესიული ურთიერთობები დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ბედნიერებაში.ზოგჯერ ურთიერთობები პრობლემურია და მიზეზი კი ხან ცნობილი და ხან უცნობი, შეიძლება ირაციონალურიც, სავარაუდოდ არაცნობიერიც. ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია ურთიერთობების დალაგება,

დაინახავა და გააცნობიერება იმისა, თუ რას გვასწავლიან გარშემომყოფი ადამიანები საკუთარ თავზე.

შეხვედრის დროს თქვენ შეძლებთ შეცვალოთ ის ურთიერთობები, რომლებიც არ მოგწონთ (პირადი, პროფესიული, შვილი-მშობელი ან არარსებული) ისე, როგორც გსურთ რომ გქონდეთ. ნათელია, რომ ეს არ მოხდება მყისიერად. მაგრამ თქვენ შეძლებთ "თქვენი პატერნის'' გააზრებას, რაც დაგეხმარებათ თქვენი ქცევის შეცვლაში(რომლებიც ქმნიან იმ სიტუაციას, რომელიც ახლა გაქვთ) და იმ სიტუაციის შექმნაში, რომელიც ამ ურთიერთობაში გსურთ.

თქვენ შექმნით ურთიერთობის მატრიცას, სადაც დაინახავთ სხვა ადამიანში რა შეიძლება იწვევდეს გაღიზიანებას ან აღფრთოვანებას.როგორ გამოიყენოთ ეს დაკვირვება შემდგომი განვითარებისთვის.როგორ გააუმჯობესოთ ურთიერთობების ხარისხი და შექმნათ ჰარმონიული ურთიერთობები.

ბიზნეს ქოუჩინგი

ქოუჩინგი წარმატების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია

ბიზნეს ქოუჩინგიზე მუშაობა გულისხმობს პრობლემების მიზანმიმართულ ანალიზს მიზნების მისაღწევად. ეს არის ერთგვარი საქმიანი პარტნიორობის სისტემა, რომელიც მოიცავს პროფესიულ ურთიერთობებს:ქოუჩსა (რომელიც არის ბიზნესის განვითარებისა და ზრდის სპეციალისტი) და გარკვეული შედეგის მიღებით დაინტერესებული მომხმარებელს შორის.მისი მიზანია კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის პოვნა.

ქოუჩინგის დახმარებით მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებებს იმ პრობლემებისა და საკითხების შესახებ, რომლებიც მას აწუხებდა.

იქნმის მკაფიო წარმოდგენას საკუთარი ბიზნესის აშენებისა და განვითარების შესახებ;

ადგენს ბიზნესის ძლიერი მხარეებს და იაზრებს როგორ გამოიყენოს ისინი სწორად;

გადადის პრობლემის გააზრების ახალ ეტაპზე.

ბიზნეს ქოუჩინგი შეუცვლელია მიზნების სწორად დასახვაში, პოტენციალისა და რესურსების პოვნაში მათი მისაღწევად.

იდეიდან აღსრულებამდე: ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობა ბიზნეს იდეებზე, მათ განხილვაზე, გაანალიზებაზე და კონკრეტული გეგმის დასახვა, რომელსაც მარტივად ვანახორციელებთ ცხოვრებაში.

პოზიტიური, ფერადი ნეთვორქინგი 2023

9 აპრილი

ჯადოსნური,დაუვიწყარი დღე

საოცარი ადამიანები

სახალისო აქტივობები

საინტერესო დავალებები

ახალი ურთიერთობები

სურვილების მანდალა

ტალანტების კონკურსი

გრანდიოზული გალა-ვახშამი.

საღამოს გადაიღებს პროფესიონალი ფოტოხელოვანი ეკა ესებუა.

გალა-ვახშამის დრეს-კოდი: ფერადი, თქვენთვის სასურველი ფერისა( შავის გარდა) და ფორმის ( არა კომბინირებული,არა ჭრელი, არა ყვავილებიანი, არა კოპლებიანი, არა ზოლებიანი) სამოსი.

ორგანიზატორი: ,,ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია''-GABA USA

თითოეული შეხვედრის ღირებულება 150 $

შეხვედრები ჩატარდება

ჯგუფური: ასაია ივენთ ჰოლი

2158 Bath Ave. Brooklyn NY 11214

პერსონალური :ასოციაცია თვისტომი 3057 Brighton 7th Street, Brooklyn NY 11235

სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/.../1FAIpQLSf0KirUk9p.../viewform... See less

Map of Event Location

Ticket Sales Ended

No tickets are available for this event.

Contact Organizer

Share Event